2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ტურისტული
ბროშურის შექმნა, უცხოელებისათვის და ვებ გვერდზე
განთავსება.
3. პროექტის აქტუალობა: ტურიზმის პოპულარიზაცია. მოსწავლეებს
უვითარდებათ თანამშრომლობის, ჯგუფური მუშაობის, მეგობრის აზრის დაცვის უნარი. ცდილობენ
თავისი წვლილი შეიტანონ საერთო საქმეში რასაც
ჰქვია ტურიზმის განვითარება და საქართველოს პოპულარიზაცია.
4. პროექტის მიზნები: ისტორიული, ღირშესანიშნაობის,
კულტურის, ტრადიციების და საქართველოს საკურორტო ადგილების გაცნობა უცხოელებისათვის.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
6. ვადები ხანგრძლივობა: 15 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები: ტურისტული გზამკვლევის შექმნა,
ვებგვერდზე განთავსება.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ეფექტურად
იყენებენ სახელმძღვანელოს რესურსებს, ცნობარებს, ილუსტრაციებს.
მოიძიებენ ინფორმაციას როგორც სკოლაში, ასევე
ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში. იყენებენ ისტ-ს ამა თუ იმ
ტექსქის თუ მასალის შესაქმნელად.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა
1. ინფორმაციის მოძიება.
აქტივობა 2. გუნდის წევრები განსაზღვრავენ და ინაწილებენ ფუნქციებს.
აქტივობა 3. - გუნდის წევრები მოიძიებენ, შეარჩევენ და დაამუშავებენ ინფორმაციას.
- შეარჩევენ პროექტის წარდგენის ფორმას.
აქტივობა 4. გადიან რეპეტიციას, აუმჯობესებენ პროექტს, შეაქვთ შესწორებები.
აქტივობა 5. შეიმუშავებენ პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენენ
მას აუდიტორიის წინაშე.
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: მოსწავლეებს დასჭირდება გეოგრაფიის, ისტორიის მასწავლებლის კონსულტაცია.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დარეჯან გრიგოლია.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: darejangrigolia@gmail.com
No comments:
Post a Comment