დღეს დავამთავრე ჩემი ნიმუშები, შევიტანე შესწორებები,გავეცანი კოლეგების ნიმუშებს. კმაყოფილი ვარ ტრენინგით, ნამდვილად საჭირო და ბევრის მომცემი იყო. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ხათუნა რუსეიშვილს მისი ნებისყოფა და ერუდიცია სანიმუშოა. ხათუნა საუკეთესო პიროვნებაა, მან ყველას სიყვარული დაიმსახურა. მადლობა ხათუნას. მადლობა განათლების სამინისტროს ტრენინგის დაგეგმვისათვის.
ინტელის სასწავლო კურსი _ პროექტებით სწავლება
პრეზენტაციის მერვე დღე
პრეზენტაციის მერვე დღეს დავამუშავე ფასილიტაციის მასალები.გადავამოწმე ტრენინგის განმავლობასი შექმნილი ყველა მასალა და რესურსი, გავაკეთე გარკვეული კორექტურა ჩავთვალე რომ მასალა მზად არის გამოსაქვეყნებლად და ავტვირთე ჩემს ბლოგზე.
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინების ხერხები და მეთოდები. დავიწყეთ მზადება ფასილიტაციისთვის. დღე იყო სასარგებლო და ნაყოფიერი. მადლობა ჩვენს ტრენერს.
ტრენინგის მეექვსე დღე
დღე საინტერესო და დატვირთული იყო. განვიხილეთ შეფასების გეგმის დახვეწის და შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები. გავაკეთეთ რეფლექსია. მადლობა ჩვენს ტრენერს.
ტრენინგის მეხუთე დღე
მოდულის საკვანძო კითხვები იყო როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლის/ სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად?
როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება?
როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება?
Subscribe to:
Posts (Atom)